ილიას  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი -უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია.

როგორც ლაკირბაიამ „ინტერპრესიუსს“ განუცხადა, კომპანია „ენ ეს გრუპი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და E კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს.

„უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია “ენ ეს გრუპი“. ჩვენ ტენდერი გამოცხადებული გვქონდა ეზოს რეაბილიტაციაზე და აგვისტოში გავაფორმეთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. რაც შეეხება გარდაცვლილს, სამწუხაროდ, მასზე არ მაქვს ინფორმაცია, ის არ იყო ჩვენი თანამშრომელი - „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სხვა დაშავებული არავინ არ არის. როგორც მითხრეს, ორმოში ჩავიდა და ზემოდან მიწა დაეყარა. ორმო საკანალიზაციო ჭა იყო თუ უბრალოდ გაჭრილი ორმო იყო, ვერ გეტყვით, რადგან ეზოს რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე, A კორპუსის მიმდებარედ, 600 ათასი ლარის სამუშაოები უნდა განხორციელდეს და პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. დამატებითი დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რადგან ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, შიგნით პოლიცია მუშაობს, ჩვენც არ გვინახავს რა მოხდა“, - განაცხადა ლაკირბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა