ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია  დასრულდა

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია, "დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდოს ყური ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები."

"დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება აშშ-ს საელჩოსთან სწორედ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ 10 სექტემბერს ჩემ მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება, გამოხატვის უფლება და ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს საელჩოს, დღეს მკაფიოდ ვუთხარით - პატივს ვცემთ ყველა მეგობარს, ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ ცნობილია და ფაქტია, მრავალი წლის განმავლობაში 2012 წლიდან დღემდე მიდის აქტიური მხარდაჭერა მწამებელთა პარტიების, ბოკერიებისა და სააკაშვილების. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში. იმიტომ, რომ ეს ქართველ ხალხს ძალიან აბრაზებს. ჩვენ კარგად ვხედავთ, ამ შეკრებაზე მობრძანებული იყო თამაზ მოლაშვილი. აბა თამაზ მოლაშვილს უთხრას იმ ლიტველმა დეპუტატმა, შეიყვარე ბოკერიაო. ასეთი რამ არ ხდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, პარტია გეგმის მიხედვით გააგრძელებს საპროტესტო აქციებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს