დავით თარხან-მოურავი - საქართველო არ არის პოლიგონი, სადაც შეიძლება დირექტორად წარმოიდგინოს თავი ან ბრაიზამ, ან კრამერმა, ან სააკაშვილმა, ან ბოკერიამ

საქართველო არ არის პოლიგონი, სადაც შეიძლება დირექტორად წარმოიდგინოს თავი ან ბრაიზამ, ან კრამერმა, ან სააკაშვილმა, ან ბოკერიამ, - ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა აშშ-ის საელჩოსთან აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, დავით თარხან-მოურავმა მედიასთან დღევანდელი აქციისა და მათი პარტიის მოთხოვნების შესახებ ისაუბრა.

„ეს არის ქვეყანა, რომელიც არ დაუშვებს ისეთი მწამებლების ხელმწიფობას, როგორიცაა სააკაშვილი და ბოკერია. მით უმეტეს, მათი მფარველების დირექტორობას, როგორიც არიან ბრაიზები და კრამერები. მეორეც- შეწყდეს ლაპარაკი, რომ თითქოს არ მფარველობენ სააკაშვილ-ბოკერიას და სინამდვილეში შეწყდეს მათი მფარველობა, არამარტო აშშ-ს საელჩოს მხრიდან, არამედ სხვა საელჩოების მხრიდან. შეწყდეს მათი დაფინანსება, ყოველგვარი რევოლუციური ორგანიზაციების შექმნა, როგორიცაა "კმარა" და სხვა. შეწყდეს მუდმივი პროვოკაციები, რომლებსაც ისინი აწყობენ და იწვევენ ქართველ ხალხს, განზრახ პროვოცირებას უწევენ. მესამე - შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე, რაც დაკავშირებულია ნატოსთან. არავინ არსად არ მიგვიღებს ჩვენ. შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე, რომლის შედეგად, საბოლოო ჯამში, ერთხელ უკვე სააკაშვილებმა და ბოკერიებმა სამარცხვინოდ ჩააბარეს კოდორი და ახალგორი და ახლა უნდათ ჩვენი ახალ ომში ჩათრევა. შეწყდეს ამისი მფარველობა.

მე ბევრჯერ მითქვამს, კარგია, თუ 29 ქვეყანა შენ დაგიჭერს მხარს და შენი დამცველი გახდება. ეს არ მოხდება. ეს არის სიცრუე. 30 წელი ჩვენ ვისწრაფვოდით და ვერაფერი მივიღეთ. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი წევრები - გერმანია და საფრანგეთი ღიად, დაუფარავად ამბობენ, რომ საქართველო ნატოში არ მოხვდება. ჩვენი მოთხოვნაა, სამხედრო მიუმხრობლობა. არავითარი ბლოკები, არანაირი ბაზები, არანაირი უცხო ქვეყნების მონაწილეობით წვრთნები. მშვიდობა, ახალი სამშვიდობო პოლიტიკა, პირდაპირი დიალოგი და ჩატეხილი ხიდების აღდგენა სოხუმთან, ცხინვალთან, დიალოგი მოსკოვთან, ნორმალიზაცია ურთიერთობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვა - აი, ეს არის მოთხოვნები",- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია ამერიკის საელჩოსთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო