საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი  სტუმრობს

საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სტუმრობს.

იოჰანეს ჰანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდებიან. 30 მოსწავლე, ევროკავშირთან თანამშრომლობის მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას “ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლის. ამავე ტერიტორიაზე სტუმრები მდებარე საერთო საცხოვრებელს დაათვალიერებენ.

გარდა ამისა, ევროკომისარი, მიხეილ ბატიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის სტანდარტების მქონე “ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ.

ასევე, იოჰანეს ჰანი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 16 სექტემბერსვე ევროკომისარი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა