მამუკა ხაზარაძე - თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება, ანაკლიის თემა გადაიდება -  შესაბამისად, არ აშენდება

თუ არ შეჯერდა ყველა მხარე - ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ. - ანაკლიის თემა გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, არ აშენდება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ინვესტორის თაობაზე. ამავე დროს, მისი თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის;

„ თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება - ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ. ანაკლიის თემა გადაიდება. გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, არ აშენდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვაზე, დაიშლება თუ არა კონსორციუმი, ხაზარაძე აცხადებს, რომ კონსორციუმი არ დაიშლება.

„კონსორციუმი გააგრძელებს დავას, თუ ანაკლიის პროექტი არ დაიხურა. იმიტომ, რომ კონსორციუმმა პრაქტიკულად ყველანაირი პირობა შეასრულა და ამ პირობებს ჩვენ სახელმწიფოსთან წარვადგენთ დათქმულ ვადაში და დათქმულ დროს. უბრალოდ, კიდევ ვიმეორებ - ყველაფერი იქითკენ მიდის და ეს მიდის ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ მიზეზი მოძებნონ, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის საუბრები, რომ ჩვენ ანაკლიას მხარს ვუჭერთ, სახელმწიფო ააშენებს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს - ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი გადაიდოს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა