თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლო 15:30 საათზე დაიწყება. ამასთან, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერები 15:00 საათზე აქციას გამართავენ სახელწოდებით „გმირებს ვერ დაამარცხებ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბერს დაიწყო.