მეტროსადგურ „სამგორში“  ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა  მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა თეონა ხუნჭუამ განუცხადა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი პაციენტი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის, ამიტომ ასაკი უცნობია და რა თქმა უნდა, ვინაობაც. პაციენტი უკიდურესაც მძიმე მდგომარეობაშია. ის კომატოზური მდგომარეობაშია, სახეზეა მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. ჩატარებული კვლევებით არის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ცელებრული შეშუპება, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სახის ძვლებისა და ქალა-სარქველის მოტეხილობა, ასევე პაციენტს აღენიშნება ბარძაყის მოტეხილობა... მდგომარეობა საერთო ჯამში უკიდურესი სიმძიმისაა. მართვით სუნთქვაზეა პაციენტი. პაციენტი პროგნოზულად ამ ეტაპზე არასაიმედოა “ , - განაცხადა თეონა ხუნჭუამ.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები