ინდოეთში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, დაღუპულია 8 და დაკარგულია - 25 ადამიანი

სამხრეთ ინდოეთის შტატ ანდრა პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა. დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი და დაკარგულად ითვლება 25, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ შტატის სტიქიის მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი მდინარე გოდავარზე მაშინ მოხდა, როცა ნავზე 60 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველებმა 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კი გრძელდება.

ინდოეთში 2017 წელს ნავის გადაბრუნების სამ ტრაგიკულ შემთხვევას 50-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა