კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს ფხენიანში იწვევს

ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და ფხენიანში მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ სამხრეთ კორეულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აგვისტოს თვეში კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს მსგავსი შინაარის წერილი უკვე მეორედ გაუგზავნა. გამოცემა Joongang Ilbo-ის ინფორმაციით, წერილში ჩრდილო კორეის ლიდერი გამოთქვამს სურვილს, რომ ტრამპს კიდევ ერთ სამიტზე შეხვდეს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე თეთრ სახლს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ან ჩრდილო კორეის მისიას გაეროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დონალდ ტრამპმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინისგან სამ გვერდიანი, „მშვენიერი წერილი“ მიიღო და ჩრდილო კორეის ლიდერთან კიდევ ერთი შეხვედრა არ გამორიცხა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 2018 წლის ივნისის შემდეგ ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და ჩრდილო კორეის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის მოგვარების გზები განიხილეს, თუმცა შეხვედრების დროს მხარეებს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. ბოლო შეხვედრა მათ შორის ივნისში, სამხრეთ და ჩრდილო კორეის დემილიტარიზაციის ზონაში შედგა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილო კორეის ლიდერი სამუშაო დონის მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა