რუსეთში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანზარს 8 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „TASS”-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტოს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შემთხვევა კვირას, რუსეთის დროით 22:26 საათზე გუსაროვას ქუჩაზე მოხდა.

„სამაშველო ჯგუფს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 8 წუთში მივიდა, მესამე სართულზე ალმოდებული ბინა დახვდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მათ ბინიდან 8 ცხედარი გამოიტანეს. მათ შორის 4 ბავშვია,“ - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზების დადგენის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო