დავით ბაქრაძე - თითოეულ პირველკლასელს სწავლის დაწყებას ვულოცავ,    ღირსეულ, წელში გამართულ ქვეყანაში ეცხოვროთ

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს წეროვნიდან მიულოცა.

ახალგორიდან დევნილი პირველკლასელი თაზო წინამძღვრიშვილი, წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში დავით ბაქრაძემ თვითონ მიაცილა.

ბაქრაძემ სკოლის მოსწავლეებს გამართულ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა და აღნიშნა, რომ მათ ყოველთვის უნდა იამაყონ იმით, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

„დევნილები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ყველაზე მტკივნეულად განიცადა ბოლო 30 წლის საქართველოს ისტორია და ამიტომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა გვერდში დგომა, დახმარება და თანადგომა აღმოვუჩინოთ მათ. სწორედ ამიტომ პატარა თაზოს სიმბოლურად მოვყევი სკოლაში და მინდა მივულოცო მას და თითოეულ პირველკლასელს სწავლის დაწყება, მინდა ვუსურვო ღირსეულ, წელში გამართულ ქვეყანაში ცხოვრება. ყოველთვის ამაყები ყოფილიყვნენ იმით, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქები და თვითონაც აეშენებინოთ ერთიანი ღირსეული და ევროპული საქართველო‘’, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს