მამუკა ხაზარაძე - ვინმეს სჯერა, რომ ვანო ჩხარტიშვილის ნაამბობი მართალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებს პროკურორის თანდასწრებით არჩევს?

ვანო ჩხარტიშვილის პასკვილებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, - ასე ეხმაურება „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველას შეუძლია გაარკვიოს, რამდენ კომპანიასთან ჰქონდა დავა ჩხარტიშვილს და ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე მიდიოდა.

„ჩხარტიშვილის პასკვილებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ყველას შეუძლია გაარკვიოს, რამდენ კომპანიასთან ჰქონდა დავა, ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე მიდიოდა. ასევე, გაარკვიონ, რა დავა ჰქონდა ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, რომელსაც მეგობრობას ეფიცებოდა და ვიცით, როგორც დასრულდა ყველაფერი. არ მინდა სიღრმეებში წასვლა, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილს 30 მილიონი ეკუთვნოდა და რადგან უცებ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დაფიქრდა, ეს თანხა ვინმეს აჩუქა?

ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილის ნაამბობი მართალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებს პროკურორის თანდასწრებით არჩევს? როდესაც ორი კაცის შერიგება გინდა და შეხვედრაზე პროკურორს ახვედრებ, ამას კაცურადაც ცუდი სახელი ჰქვია. სჯობს, სიღრმეებში არ ჩავიდნენ და აქ გაჩერდნენ, თორემ გადაიჩეხებიან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ის დავა, რომელიც ბანკის წინააღმდეგ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა წამოიწყო.

ხაზარაძის ამ განცხადებას წერილით გამოეხმაურა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომლის თქმითაც, მამუკა ხაზარაძე ტყუის და სააკაშვილის ხელისუფლებამ ხაზარაძის ბანკის მეშვეობით წაართვა მას ფოთის ნავმისადგომი და „წისქვილკომბინატი", რომლის დაბრუნებასაც ცდილობდა და „ბიძინა ივანიშვილი საქმეს კი არ არჩევდა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აგვარებდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო