გია ვოლსკი - არ შეიძლება ვინმე კრემერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო აშშ-ს

არ შეიძლება ვინმე კრემერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო აშშ-ს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აქცია პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული და თავისი შინაარსით მავნებლურია. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

„აქცია პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული, თავისი შინაარსით მავნებლურია, ვინაიდან არ შეიძლება ვინმე კრემერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო აშშ-ს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ. აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრემერის, თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. მე ვფიქრობ, საზოგადოებამაც ეს კარგად გაიგო, თუმცა მცდელობა იმისა, რომ აშშ გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ, ამის მცდელობა აშკარად იყო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„პატრიოტთა ალიანსმა“ აშშ-ს საელჩოსთან გუშინ საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტის მთავარი მიზეზი თბილისში, 10 სექტემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენცია - "Now What?" იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა