გია ვოლსკი ლარზე - როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე ტრენდიდან, რაც საქართველოს თავს მოახვიეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა, თუ საგარეო ფაქტორებმა

გარკვეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, არამედ აჟიოტაჟზე, დაძაბულობაზე, დესტაბილიზაციის მოლოდინის მცდელობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელმაც ზრდის ტემპი შეინარჩუნა.

„ვისურვებდი, რომ ფინანსისტი ვიყო და ვწუხვარ, რომ თავის დროზე, მეტი განათლება არ მივიღე ამ მიმართულებით. თუმცა, გარკვეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკაზეა დამოკიდებული ბევრი რამე, არამედ აჟიოტაჟზე, დაძაბულობაზე, დესტაბილიზაციის მოლოდინის მცდელობაზე და რეალურად მიღწეულ შედეგებზე, ვალუტის კურსის შემოდინების შემცირებაზე. საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო პერიოდში ობიექტური მიზეზების გამო საკმაოდ მძიმეა და რეგიონში პრაქტიკულად, საქართველოა ერთადერთი, ვინც ზრდის ტემპი შეინარჩუნა, არა იმდენი, რამდენიც გვინდა, მაგრამ ეს არის ფაქტი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში რასაკვირველია, სერიოზულ ზარალს აყენებს მათ შორის, არამარტო ვალუტის კურს, არამედ ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. მაგრამ ფინანსთა მინისტრის განცხადებებს მოვიყვან, რომ ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სტასტისტიკური მაჩვენებელი მიგვითითებს იმისაკენ, რომ პანიკის შიში არ უნდა იყოს და პოლიტიკურადაც ჩვენი ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე ტრენდიდან, რაც სამწუხაროდ, საქართველოს თავს მოახვიეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა, თუ საგარეო გარკვეულმა ფაქტორებმა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა