სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს

16 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სპეციალურად ამ ცერემონიისთვის, საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, შონ ქერენქროსი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი, ჯოზეფ ჯონსონი და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია ეწვევა.

„აკადემიური წლის დაწყების ოფიციალური ცერემონია საუნივერსიტეტო ცხოვრების დასაწყისის აღსანიშნავი დღეა. ასევე, ეს ცერემონია ისეთ ინსტიტუციურ ღირებულებებს ამყარებს, როგორიც განსწავლულობა, მოქალაქეობა და ლიდერობაა. საპატიო სტუმრები სიტყვით პირველკურსელებს მიმართავენ და მათ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას მიულოცავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილ; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სხვადასხვა საჯარო და კერძო სექტორიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე, საქართველოში 137 სტუდენტი ჩაირიცხა.

„სტუდენტთა მეხუთე ნაკადი, ჩვეულებისამებრ, წარმატებული და მრავალფეროვანია. მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაახლოებით 40% გოგონაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, მივიღეთ სტუდენტები, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი ქულები მოიპოვეს ზოგადი უნარების, მათემატიკის, ქიმიისა და ინგლისური ენის გამოცდებზე. სტუდენტთა შორის საერთაშორისო სტუდენტები არიან 3 სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთი, გერმანია, აზერბაიჯანი) . აგრეთვე, წელს უნივერსიტეტში ისწავლიან გაცვლითი სტუდენტები აშშ-დან. მოხარული ვარ, რომ საქართველოში სტუდენტების ინტერესი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების მიმართ ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა ამერიკული საუნივერსიტეტო განათლება დაგვენერგა საქართველოში, ამით კი ადგილობრივი სამუშაო ძალის გაძლიერებაში წვლილი შეგვეტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს აღვნიშნავთ სტუდენტების საუნივერსიტეტო კარიერის დასაწყისს. წარმატებას ვუსურვებ ყველა სტუდენტს ამ მნიშვნელოვან დღეს“, - განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანმა, ჰალილ გუვენმა.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს მიიღებენ. აღნიშნული პროგრამები საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას ხელს შეუწყობს’’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს