ენერგოომბუდსმენი სოფელ შილდის მოსახლეობას შეხვდა

ენერგოომბუდსმენის აპარატის დაანონსებული აქცია ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში გაგრძელდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ ენერგოომბუდმენის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სალომე ვარდიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან გამართა. ასევე, შეხვედრას მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს საზოგადოებრივი დამცველის კომპეტენციაზე, არსებულ პრობლემებებსა და გამოწვევებზე , რომელიც ენერგეტიკის სექტორშია. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებისგან ყველა ის ძირითადი პრობლემა მოისმინა, რომლებიც სოფლების წინაშე ამ კუთხით დგას.

ენერგოომბუდსმენმა დაინტერესებულ მოქალაქეებს კონსულტაციები პირადად გაუწია. აგრეთვე, საზოგადოებრივი ცენტრის შენობის ფასადზე ენერგოომბუდსმენის სამსახურის პლაკატი გააკრეს.

შეგახსენებთ, რომ აქცია „მოძრავი ოფისი“ წლის ბოლომდე კიდევ ბევრ რეგიონს მოიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის წინასწარ იქნება ცნობილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო