გიგი უგულავა - ივანიშვილმა, ვოლსკიმ და „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქციეს

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ‘’ქართული ოცნების’’ წევრის გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება.

„ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად, „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევრად აქციეს. ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს "მოუწოდა" რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე. ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ სართოდ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს. ამასთანავე, თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, ვერ გამოაძევებენ. ვოლსკის ეს "რუსეთის მოპატიჟება" პასუხია „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა.

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - წერს გიგი უგულავა.

ცნობისათვის, გია ვოლსკი დღეს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის ინიციატივას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს" დადგენილების მიღება რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს გამოიწვევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა