„ნაცმოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზე  მხარს დაუჭერს

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებას სურს, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებული გახადოს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პრობლემატიკის გატანას არ ცდილობს.

„ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის კონტექსტში საქართველო უნდა მოექცეს, ამიტომ დადგენილებას მხარს დავუჭერთ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტში, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენის გაზრდა. ზაფხულში ხელისუფლების მიერ დაწყებული ისტერიკა ვიხილეთ რუსეთიდან ტურისტების შემოდინებაზე. სტატისტიკა გვაჩვენებს საპირისპიროს, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და რუსეთი არ არის პირველ ადგილზე ტურისტების შემოსვლის მიხედვით. როცა 7 წელია ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკა არის რომ ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული გახადოს ეკონომიკურად, რა თქმა უნდა, მათი ამოცანაა გაღრმავდეს ეს დამოკიდებულება და სანქციების საკითხის წამოწევა კი არა, საერთაშორისო დღის წესრიგიდან არის გამქრალი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თემატიკა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტს დადგენილების პროექტს წარუდგენს.

„დადგენილების პროექტის არსს წარმოადგენს შემდეგი სამი პუნქტი, კერძოდ: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; 2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; 3. ევროპის კავშირმა და აშშ-მ სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე»,- ნათქვამია დადგენილების პროექტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო