მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საქმე ეხება პაატა თაბუკაშვილის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენას 10 წლის ბავშვთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.

თაბუკაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მის უდანაშაულობაში დაარწმუნა. საქმის დეტალებთან დაკავშირებით, სხვა კომენტარს ჭაბაშვილი არ აკეთებს.

თავად პაატა თაბუკაშვილის ყოფილი მეუღლის, ნათია სამხარაძის განცხადებით კი, ყოფილი ქმრის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავება მისთვის მოულოდნელია. მისივე თქმით, თაბუკაშვილს ივნისში სასამართლომ 6 თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

„არაფერი ვიცი. თქვენი ზარის შემდეგ გახდა ჩემთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი, ვინაიდან საქართველოში არ ვიმყოფები. 5 წელია გაშორებულები ვართ, დაძაბული ურთიერთობა, სასამართლო დავა გვქონდა. ბოლოს, ერთმანეთს სასამართლოში შევხვდით ერთი, თუ ორი თვის წინ. მას შემდეგ პაატა არც მინახავს და არც სატელეფონო კავშირი მქონია. სასამართლომ ივნისში ჩემი და ჩემი მცირეწლოვანი შვილის მიმართ 6-თვიანი შემკავებელი ორდერი გამოუწერა, ვინაიდან ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ბავშვები ახლა ბებიასთან და ჩემ დასთან, საიმედო ხელში არიან. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს შორის დავა ვერ მოგვარდა, ვინაიდან უნდოდა, ბავშვები ჩემთვის ჩამოეშორებინა“, - აცხადებს სამხარაძე.

შეგახსენებთ, თაბუკაშვილი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ნათია სამხარაძე 5 და 9 წლის შვილებზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სამხარაძე შვილებს ფულის გამოსაძალადაც იყენებდა. თავის მხრივ, ყოფილი ცოლი თაბუკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა