კახაბერ გვანცელაძემ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს მიულოცა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, მშობლებსა და პერსონალს მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებით დახვდნენ - პატარების მხიარული განწყობის შესაქმნელად აღმზრდელებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს.

„N153 ბაგა-ბაღში გასული არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა დაზიანებული სახურავი, შეიღება ფასადი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ღონისძიებების დარბაზი, ასევე, შეკეთდა ამორტიზებული საევაკუაციო კიბეები. საბავშვო ბაღში წელს 750-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მინდა თითოეულ პატარას, მათ მშობლებს და რა თქმა უნდა, ბაღის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება და ვუსურვო მშვიდობიანი წელიწადი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვენ თბილისის თითქმის ყველა ბაღში ჩავატარეთ სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, განვახორციელეთ გამაგრება-რეკონსტრუქციისა და ეზოების განახლების პროექტები, რათა კომფორტული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო შეგვექმნა ჩვენი პატარებისათვის“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება პატარებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მიულოცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო