არჩილ ჯაფარიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს ლენტეხიდან მიულოცა

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალის და დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლებს ესტუმრა და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს გამორჩეულად ნაყოფიერი. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდების ხელშეწყობა და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაა. განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი რეგიონის 17 სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დაგეგმილია 2ახალი სკოლის მშენებლობა ლაილაშში და ჭყვიშში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ლენტეხის N1 და თეკალის საჯარო სკოლებსაც, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად, ბევრი სხვა საინტერესო სიახლე დახვდებათ მოსწავლეებს თავიანთ სკოლებში. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი კვლავ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, ამ წარმატებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი პედაგოგებს მიგიძღვით.

ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაფასდა თქვენი დაუღალავი შრომა. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებას! ", - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო