თამარ ხულორდავა გიგა ბოკერიას - სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით, დამაცადეთ, რომ  ჩემი პოზიცია ვთქვა

„ამ გზაზე ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე, ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის“ , - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების პროექტის მიღების საკითხს განიხილავენ.

თამარ ხულორდავამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ასე მიმართა: „ვინ იზიარებს ამ პოზიციას იკითხეთ - ეს იყო უმრავლესობის პოზიცია, უმრავლესობის ლიდერის სახელით გახმოვანებული და შესაბამისად, უმრავლესობის წევრები ამ პოზიციას ვიზიარებთ. ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, არის, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი“.

მისივე შეფასებით, ჩვენი საზოგადოების ინტერესია ქვეყნის შემდგომი პროგრესი და განვითარება. სწორედ ეს პროგრესი და განვითარება არის წინაპირობა, რომელიც შეიძლება გახდეს და აუცილებლად გახდება გარანტი, ჩვენი მათ შორის საგარეო მისწრაფებების განხორციელების.

„ამ გზაზე ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის. ეს არის ჩვენი ცივილიზებული პოზიცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ასევე ცივილიზებულად მიიღებს ჩვენი ოპოზიცია. რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები, პოლიტიკური ნაბიჯები შედეგს არ მოგვიტანს და იქნება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის განცხადება. ჩვენ გვირჩევნია ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირება მოვახდინოთ შედეგებზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს კონკრეტული ფასი იმ აგრესული ქმედებებისთვის, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ეს ფასი არ გადაიხადოს ჩვენმა საზოგადოებამ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ, რომელსაც სიტყვა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გააწყვეტინა, რის საპასუხოდაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ დამატებითი სპეკულაციები საჭირო არ არის.

„მე ხომ არ გიშლიდითი ხელს, სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით, დამაცადეთ რომ ვთქვა ჩემი პოზიცია. დამატებითი სპეკულაციები საჭირო ნადვილად არ არის, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ გავაგრძელოთ რეალური საქმე“, - მიმართა თამარ ხულორდავამ გიგა ბოკერიას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს