იოჰანეს ჰანი - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არა მარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში

ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან, - ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები. მან ამ კუთხით განსაკუთრებით ზაზი გაუსვა სამართლის უზენაესობას. იოჰანეს ჰანმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია ეუთო-ს რეკომენდაციების შესრულება.

„უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ძალიან გამიხარდა პრემიერთან შეხვედრა. ბატონ გიორგი გახარიასთან ეს შეხვედრა პირველია ამ რანგში. ადრე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა და მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მიმელოცა.

ვისაუბრეთ იმაზე, რომ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა განსაკუთრებით ისეთი პოტენციალის გამოყენებით და მათი რეალიზებით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებით. ბევრი იმ შესაძლებლობებით, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამოქმედებული. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას და სტრატეგიულ მიმართულებებს ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის პირობებში“, - განაცხადა ჰანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოში წარმატებულად განხორციელებული რეფორმების მტკიცე მხარდამჭერად.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე, არა მარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. ხაზი გავუსვით, რომ რეკომენდაციები, რომელიც ეუთო-მ გასცა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს იქნება იმის გარანტი, რომ გამჭვირვალე იყოს არჩევნები და უზრუნველყოფილი იქნას პლურალისტური და თანაბარი მედიაგარემო.

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით, მოწინავე სამართლის უზენაესობის კუთხით აღმოსავლეთ სამეზობლოში და გვინდა, ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს