სოფიო ქაცარავა გიგა ბოკერიას - კარგი შოუ დადგით - მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ, რადგან ეს უკეთ გამოგდით, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა

ძალიან საინტერესო და კარგი შოუ დადგით. ვფიქრობ, მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ. ეს გაცილებით უკეთ გამოგდით, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა, - ამ სიტყვებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას მიმართა.

დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ, სადაც „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობდა.

ქაცარავამ ბოკერიას ხმადაბლა საუბრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისტერია არ არის საჭირო, როდესაც საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპაციას შეეხება. ამასთან, როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, სანამ „ევროპულ საქართველოს“ იტყოდა, მცირე პაუზა და დაფიქრება დასჭირდა, რომ არ შეშლოდა და ამის ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთქვა.

„ძალიან საინტერესო და კარგი შოუ დადგით. ვფიქრობ, მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ. ეს გაცილებით უკეთ გამოგდით, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა, როდესაც თქვენ ამის შესაძლებლობა გქონდათ. ასევე, ბატონო გიგა, გთხოვთ ხმადაბლა ისაუბროთ. ისტერია ნამდვილად არ არის საჭირო, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვლაპარაკობთ, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპაცია.

ზუსტად იმიტომ ვარ „ქართულ ოცნებაში“, რომ ყოველთვის წინააღმდეგობაში მოვდიოდი იმ პოლიტიკასთან, რაც თქვენს პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა,“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას კითხვით მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა თუ არა და შეეხებოდა თუ არა ეს ნატო-ში ინტეგრაციასაც. თავის მხრივ, სოფიო ქაცარავამ ბოკერიას მიმართა, „ნუ იჩემებს ნატო-ში ინტეგრაციას“.

„თქვენი კომპლიმენტები მივიღე ჩემს არტისტულ თვისებებზე და ამ თვისებებს ვავლენ, მაგრამ ამ კითხვას ვერ გაექცევით. უჭერთ თუ არა მხარს, რომ რუსეთს დააკისროს ევროკავშირმა და შტატებმა სანქციები, როცა ისინი ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. ხომ მარტივი კითხვაა? მე ვუჭერ. თქვენ?“ - მიმართა ბოკერიამ ქაცარავას. სოფიო ქაცარავას განცხადებით კი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ანტისაოკუპაციო მიმართულებით და ამაზე ოპოზიციის კარნახი არ სჭირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა