კახა კალაძე  ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშის გარდაცვალებაზე - შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს, რატომ მოხდა შემთხვევა

მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს, რატომ და როგორ მოხდა ეს შემთხვევა", - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშის გარდაცვალების ფაქტს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფოს საკუთრებაა, ეს არ ნიშნავს, რომ მშენებელობის ნებართვის საკითხს მერიასთან ათანხმებს.

"სახელმწიფო უამრავ პროექტს ახორციელებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებული. მთავარი ის არის, რომ ჰქონოდათ მშენებლობის ნებართვები და ყველაზე მნიშვნელოვანი - მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. რა მოხდა, როგორ იყო და რატომ მოხდა ეს შემთხვევა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა