გიორგი გახარია - ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს და მოაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ოკუპაციაზე. პრემიერის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ძალისხმევა, რათა ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის უვიზო რეჟიმი და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალური, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს უფრო მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეეებს, ბიზნესს, ეკონომიკას, უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებამ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე, თუმცა, ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი გავრცელდეს მთელ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"