„თავისუფალი საქართველო“-  პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ვასაჩივრებთ

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პარკირებასთან დაკავშირებით უკანონო პრაქტიკა დამკვიდრდა, როდესაც ადმინისტრაცია ავტომანქანის მესაკუთრეებს არასათანადო წესით უგზავნის შეტყობინებას დაჯარიმების შესახებ.

„იმის გამო, რომ ადრესატი ვერ ახერხებს შეტყობინების ჩაბარებას, ხდება საურავის დაკისრება და სხვა ადმინისტრაციული ზომების გამოყენება, როგორიცაა ავტომობილის ჩამორთმევა, ანგარიშების დაყადაღება და სხვა.

„თავისუფალი საქართველოს“ იურისტები მოქალაქეებს ადმინისტრაციულ დავაში უფასო კონსულტაციას და დახმარებას ჰპირდებიან. ამჟამად „თავისუფალ საქართველოს“ რამდენიმე ათეული მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების საქმე აქვს გასაჩივრებული თბილისის მერიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს