დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ლიცენზიების და ნებართვების გაცემის შეზღუდვას. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად, თითქმის ყოველთვიურად ხდება ახალი ლიცენზიების და ნებართვების შემოღება.

„კანონპროექტის მიხედვით, შეიზღუდება ისეთი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით.

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს მეწარმეებისთვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის შექმნას, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს