კურტ ვოლკერი - რუსეთი უკრაინას ყირიმს ზუსტად ისე დაუბრუნებს, როგორც საბჭოთა კავშირმა  ბალტიის ქვეყნებს დაუბრუნა დამოუკიდებლობა

რუსეთი უკრაინას ანექსირებულ ნახევარკუნძულ ყირიმს ზუსტად ისე დაუბრუნებს, როგორც საბჭოთა კავშირმა ბალტიის ქვეყნებს დაუბრუნა დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა უკრაინული ტელეარხის „1+1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, ეს ბალტიის სახელმწიფოებთან მიმართებაში როგორც მოხდა. საბჭოთა კავშირმა მათ დამოუკიდებლობა 40-წლიანი ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნა. დასავლეთს, შეერთებულ შტატებს, სხვა ქვეყნებს მტკიცე პოზიცია ჰქონდათ და საბჭოთა კავშირში ამ სახელმწიფოების იძულებით გაერთიანებას არ აღიარებდნენ. ჩვენ ყირიმთან მიმართებაში ასევე ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს. ჩვენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ დავეთანხმებით“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მისი აზრით, „სწორი პოზიციის დაკავებაა“ საჭირო და „ერთხელაც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდება“.

ამ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო