მიხეილ ბატიაშვილი - ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომ ყველა სკოლაში მაღალი ხარისხი უნდა იყოს

ნებისმიერ სკოლას ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი შვილი პირველი კლასიდან კერძო სკოლაში დადის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - შვილი სასწავლებლად კერძო სკოლაში დაჰყავს თუ საჯაროში და რომელ სკოლას ანიჭებს უპირატესობას.

მინისტრის თქმით, ერთადერთი მიზნია, რომ ყველა სკოლა იყოს მაღალი ხარისხის.

„აქ, ნახეთ სტუმრები აშშ-დან, ევროკავშირიდან და ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული რეგიონით და დამთავრებული მაღალი მთით, მაღალი ხარისხი უნდა იყოს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ამისთვის ვშრომობთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია, ასევე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გამართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს