არჩილ მესტვირიშვილი - შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება - მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს

შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, ინტერნეტ სივრცეში ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული გვერდების შესახებ კომენტირებისას განუცხადა. კითხვაზე, ვის შეიძლება აწყობდეს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ნეგატიური პროპაგანდა, აცხადებს, რომ სებ-ის დასუსტება შესაძლოა, მრავალი მხარის ინტერესში შედიოდეს. „ეროვნულ ბანკს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შესაძლებლობებისა და ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში. დანარჩენზე, დასპონსორებულ გვერდებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს ", - აცხადებს მესტვირიშვილი.

ამასთან, მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე მოქმედი რისკები არ ამოიწურება, ამ მხრივ კი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ლარის გაუფასურებაა.

მესტვირიშვილი ლარის მიმდინარე გაუფასურებას რუსეთის მხრიდან ტურისტული ემბარგოს დაწესებით გამოწვეულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს.

„ტურიზმიდან შემოსავლები შემცირებულია, რამაც თავისთავად გავლენა იქონია კურსზე და გააჩინა დამატებითი მოლოდინები. ჩვენი შეფასებით, ძირითადი მამოძრავებელი დღეს კვლავ არის მოლოდინები, ამაზე ჩვენი რეაგირება იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ეს თავის შედეგებს გამოიღებს,“ - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა