აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146.4 მლნ დოლარი  შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146.4 მლნ აშშ დოლარი (428.5 მლნლარი) შეადგინა, რაც 7.8%-ით (10.7მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების 38.17% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, გზავნილების ზრდამ ევროკავშირის ქვეყნებიდან აგვისტოში 24.8% შეადგინა და საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 55.89 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ამასთან, აგვისტოში ფულადი გზავნილების 24.22% მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე და წინა წელთან შედარებით რუსეთიდან გადმორიცხვები 14.55%-ით შემცირდა და 35.46 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.5%-ითაა გაზრდილი აშშ-დან და 15.12 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

რუსეთის გარდა, ფულადი გზავნილების შემცირება ფიქსირდება აზერბაიჯანიდან. კერძოდ, გზავნილები აგვისტოში 5.03%-ით, 1.88 მლნ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

სებ-ის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.

ამასთან, 2019 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მლნ აშშ დოლარი (55.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის აგვისტოს (18.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს