მამუკა მდინარაძე - ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და შედეგად აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია

დაუშვებელია ისეთი თემით სპეკულირება, როგორიც არის ქვეყნის უმთავრესი პრობლემა, ოკუპაცია, უსაფრთხოება, რისკებზე ყურადღების არ მიქცევა და ნებისმიერ ფასად, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეს ეროვნულ ინტერესებს, საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის რაღაც ქულების მინიჭება, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებს ოკუპაციის თემით, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თუმცა, კარგად იციან, რომ ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

„ძალიან კარგად ხედავთ, 2012 წლიდან დაწყებული პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს. თუ საით მიდის საბოლოო ჯამში დეოკუპაცია, ამის შესახებ ძალიან კარგად იცით და ძალიან კარგად ხედავთ იმას, თუ როგორ სპეკულირებს თქვენი პოლიტიკური ძალა ამ თემებით. ერთი მიმართულება არის თქვენი და სხვა რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებიც არად დაგიდებენ არც რისკს, არც უსაფრთხოებას, არც არანაირ საკითხს, ოღონდ ამ თემებით ქულები ჩაიწერონ, მეორე მიმართულება არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით, მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს ის, რომ საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს