გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური წინსვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ შონ ქერნქროსთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც თბილისში პირველი ვიზიტით იმყოფება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს წელს წარმატებით ასრულებს.

ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მთავრობის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელმაც კორპორაციის პირველი და მეორე კომპაქტით, ჯამში 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პარტნიორად და უზრუნველყოფს კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს