სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა. სპეციალურად დღევანდელი ღინისძიებისთვის, საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი შონ ქრენქროსი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი ჯოზეფ ჯონსონი და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია ეწვია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, დღეისთვის უნივერსიტეტში 600 სტუდენტი სწავლობს და ამერიკულ განათლებას ეუფლება.

„დღეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტების მეხუთე ნაკადი მიიღო. დღეისთვის ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოში სწავლობს 600-მდე სტუდენტი და ეუფლება ამერიკულ განათლებას, იღებს ამერიკულ დიპლომს. ეს პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით. დღეს გვაქვს განსაკუთრებული ღონისძიება, რადგანაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახალდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია საქართველოს, რათა ქართველ სტუდენტებს მიულოცოს ეს წარმატება",-განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის, შონ ქრენქროსის განცხადებით, სტუდენტები, რომლებმაც დღეს უნივერსიტეტში ჩააბარეს, საქართველოს მომავალს წარმოადგენენ და ის მოხარულია, რომ აღნიშნული აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობით არის შესაძლებელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიღების ცერემონიაზე. წელს, მეხუთე მიღებაზე 140-მა სტუდენტმა ჩააბარა. ისინი წარმოადგენენ საქართველოს მომავალს, რომელიც შესაძლებელი გახდა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის შედეგად",- განაცხადა შონ ქენქროსმა.

„ექსპო ჯორჯიაში" სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად გამართულ ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ესწრებოდნენ.

წელს სან დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამაზე საქართველოში 139 სტუდენტი ჩაირიცხა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო