სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ერთად ესწრებოდა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ფრანგი არტისტების დუეტის-ვენსენ მუნისა და პრისილა ტელმონის ვიდეოინსტალაციით "unus mundus: რიტუალები და ტრანსი" გაიხსნა.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, ყველა პირობაა იმისთვის, რომ თბილისი რეგიონში კულტურის დედაქალაქი იყოს.

"მინდა ქალაქს მივულოცო კიდევ ერთი ახალი მულტიმედიური სივრცის შექმნა, საკმაოდ საინტერესო სივრცე გამოვიდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონში ფოტოგრაფიის მუზეუმი არის ერთადერთი და დაინტერესება არის ძალიან დიდი. ადგილზე არის მედიათეკაც, რომელსაც ჩვენ იანვრიდან შევუერთდებით და ერთობლივი მენეჯმენტი გვექნება ფოტოგრაფიის მუზეუმთან ერთად.

ვფიქრობ, რომ თბილისი ნამდვილად ღირსია, რომ იყოს რეგიონდი კულტურის დედაქალაქი და ამის ყველა პირიბა გაგვაჩნია",-განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ეს პირველი ინსტიტუციაა ამეიერკავკასიაში, რომელიც მთლიანად თანამედროვე გამოსახულებაზე- ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიასა და ვიდეოზე ფოკუსირდება. მუზეუმი შვეცარიის განვითარებისა და თანამშრიმლობის სააგენტოს დაფინანსებული პროექტის "სამხრეთ კავკასიური ფოტიგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის" ფარგლებში შეიქმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა