სალომე ზურაბიშვილსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო