პრეზიდენტი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კოპენჰაგენში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის გლობალური პროცესის კოფასილიტაციის საკითხზე.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრისას განიხილეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის არჩევნების საკითხი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის კანდიდატებს შორის საქართველოს კანდიდატი - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ნატა მენაბდეც მონაწილეობს.

„საქართველოს ძლიერი კანდიდატი ჰყავს ნატა მენაბდის სახით. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნად ითვლება ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

შეხვედრას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადჰანონ ტედრუსი, ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი და დანიის სამეფოს პრინცესა მერი დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო