მამუკა ხაზარაძე - რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი

ზვიად რატიანმა მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი,- ასე პასუხობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პოეტ ზვიად რატიანის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. რატიანის განცხადებების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში დარეკა და ბრალდებებს პასუხი გასცა.

„ახლა მოვუსმინე ზვიად რატიანის გამოსვლას - ყოვლად უსირცხვილო, უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ გამოსვლას. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ვიდრე საქართველოში გინდ პოეტი გერქვას, გინდ ბიზნესმენი, გინდ პოლიტიკოსი, ასეთი ბინძური ცილისწამებები არ დამთავრდება, ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობში იქნება. პოეტი მესმის კაცად, რომელიც სიმართლეს ამბობს და რომელსაც შეუძლია თქვას ის პოზიცია, რაც სინამდვილეში არსებობს. საიდან მოიტანა ეს აბსოლუტური აბსურდი და რაში სჭირდება? გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ეს ძალიან სერიოზული პროვოკაციის ნაწილია და იმ დიდი მანქანის ნაწილი გახდა, სამწუხაროდ. იმ ტყუილების კასკადმა, რომელიც ახლა მოვისმინე, მთლიანად გადახაზა მთელი მისი პოეზია და შემოქმედება. გაოცებული ვარ, წარმოუდგენელი რაღაცაა. რა დონეზე მიიყვანეს ადამიანი. რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი?! კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფრანკფურტში იყო ვახშამზე, ვინც იყო „საბას“ დაჯილდოებაზე, ყველამ ამოიღოს ხმა. ასეთი განცხადებები ადამიანისგან, რომლისთვისაც დახმარების და გვერდით დგომის მეტი არაფერი გაგვიკეთებია... არავის არაფერს ვამადლი. რომელი კომკავშირი, რომელი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება. რეებს ლაპარაკობს? როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებზე და რაღაც წერილებს ხელს აწერდა. სასწრაფო წესით, კეთილი ინებოს და მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოვითხოვ, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩამოვიდეს, მივიდეს პროკურატურაში ჩემს ადვოკატთან ერთად, წაიყვანოს ტელევიზიები, ამოიღოს ის დოკუმენტი და თუ ეს დოკუმენტი იქ არ იქნება, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს
სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი