იენს სტოლტენბერგი საუდის არაბეთში განხორციელებულ თავდასხმაზე - მოსალოდნელი ესკალაციის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის გამო მოსალოდნელი ესკალაციის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ირანი „მთელს რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს.“

„მხარეებს მოვუწოდებთ, მომავალში მსგავსი თავდახმები თავიდან აიცილონ, ვინაიდან ასეთს ფაქტებს მთელი რეგიონისთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს. უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ესკალაციის რისკის გამო,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გუშინ აშშ-მ სატელიტით გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც თავდასხმისგან მოყენებული ზიანია ასახული. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ამ ბრალდებას „უაზრო და გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო მოქმედება იყო.

კომპანია Aramco-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც მსოფლიო ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია.

ექსპერტების ვარაუდით, იმისათვის, რომ ნავთობტერმინალები ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდნენ, რამდენიმე კვირაა საჭირო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს