ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება კი დაახლოებით 6 მილიონ ამომრჩეველს აქვს.

საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი მეტოქე ისრაელის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენი განცია, ვინაიდან მისი ცენტრისტული პარტია „ლურჯი და თეთრი“, გამოკითხვის შედგების თანახმად, მმართველი პარტიის- „ლიკუდის“ - რეიტინგს უახლოვდება.

ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომლის დანიშვნაც მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მმართველმა პარტიამ და მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტიამ - „ლურჯი და თეთრი“ - აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ისრაელის 120 წევრიან პარლამენტში მხოლოდ 35-35 ადგილის მოპოვება შეძლეს, ნეთანიაჰუმ კი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 120-ადგილიან ქნესეთში 61 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა