კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 41% საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო.

კითხვაზე: თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო თუ კარგი, 49 % ფიქრობს, რომ „კარგი“. 10 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად 18-დან 34 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 30 % მიიჩნევს; 54 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო. 55-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის გამოკითხულთა 56 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფითი მოვლენა იყო, ხოლო 40 % თვლის, რომ დადებითი მოვლენა იყო.

უმცირესობათა დასახლებებში, მოსახლეობის 58 % მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო. დედაქალაქში საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად 33 % მიიჩნევს, ხოლო დანარჩენ დიდ ქალაქებში - 28 %; პატარა ქალაქებსა და 42 სოფელში კი 47%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო