ანრი ოხანაშვილი NDI-ის კვლევაზე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოების მთავარი გამოწვევები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში გადავჭრათ

როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების მთავარი გამოწვევები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში გადავჭრათ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა საზოგადოებაზე ზრუნვაა.

"ჩვენი როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდის მთავარი ამოცანაა ჩვენს საზოგადოებაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა პოზიციები, რომ ეფექტური კომუნიკაცია ჩვენს საზოგადოებასთან, გადაწყვეტილებების დროულად მიღება და მთელი გუნდის სწორი კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს კოორდინაცია და როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების მთავარი გამოწვევები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში გადავჭრათ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვუთხრათ მათი საკითხები როდის იქნება მოგვარებული,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ NDI -ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარ ეროვნულ საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება და გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო