გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს.

რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა, მოსახლეობაში ნიჰილიზმის და სკეპტიკური განწყობების შემდეგ მეორე მთავარი პრობლემაა“.

როგორც მან აღნიშნა, კვლევების მიხედვით გამოჩნდა, რომ მოსახლეობა არსებული ვითარებიდან გამოსავალს ვერ ხედავს, რაც ასევე სამწუხაროა.

„ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში, საქართველოს მოსახლეობაში ჩაიბუდა ზოგადმა ნიჰილიზმმა და მომავლის მიმართ სკეპტიკურმა განწყობამ. ეს არის ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა. მეორე მთავარი პრობლმა გახლავთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა, რაშიც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დამოკიდებულებას ვგულისხმობ.

უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი - ესენია მთავარი ემოციური დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფელბას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. მისდამი ნდომა არის ძალიან დაბალი და არა მხოლოდ მათი ქმედებებისადმი არის უკმაყოფილება, არამედ იმის იმედიც არავის აქვს, რომ სამომავლოდ მაინც შეუძლიათ რამის გამოსწორება. ეს განწყობა ჩანს მოსახლეობაში და ეს არის მთავარი პრობლემა. ერთია კონკრეტული გაჭირვება და მეორეა, რომ ვერ ხედავ გამოსავალს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობითვის, NDI-ის კვლევის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს.

ამასთან, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა.

გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იხილეთ ვიდეო:

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა