არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს - კლოდ კერნს და ტიტუს კორლატეანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ მომხსენებლებს საარჩევნო რეფორმის არსი და ძირითადი არგუმენტები, ასევე, საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის პროცესი გააცნო. საუბარი შეეხო მართლმსაჯულებისა და განათლების რეფორმებს.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მისი როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა დადებითად შეაფასეს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების რეფორმა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმები პარლამენტის როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე, საზედამხედველო ფუნქციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მათივე შეფასებით, მკვეთრად გაიზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და გაძლიერდა საპარლამენტო ოპოზიციის როლი.

ხაზი, ასევე, გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს