გია ვოლსკი NDI-ის კვლევაზე - რეალური სურათი იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია

რეალური სურათი იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მუშაობა ორიენტირებულია მათსავე კვლევის შედეგებზე და არა იმ კვლევაზე, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

"ყველა საკითხი, რომელიც გამოკითხვაშია ჩამოყალიბებული, ყოველდღიურად შეისწავლება სამთავრობო სტრუქტურების მიერ. თავად კვლევაზე ჩვენი დამოკიდებულება იცით. კვლევის შედეგები ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება. რეალური სურათი, რასაკვირველია, იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. შესაბამისად, მუშაობაც ამ კვლევებზეა ორიენტირებული და არა კვლევებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

ჩვენი კვლევები ამბობს, რომ იგივე ინფრასტრუქტურის პროექტებში დიდი თანხების შემოტანა, რასაკვირველია, გამოიწვევდა დასაქმების ზრდას, თუმცა მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა მთავარი გამოწვევა მაინც დასაქმების თემა რჩება. სოციალურ თემებშია საკმაოდ სერიოზული პოზიტივები, მაგრამ ამასაც შენარჩუნება უნდა.

პრობლემებს არათუ ვგრძნობთ სახელისუფლებო გუნდი, არამედ ვითავისებთ პასუხისმგებლობსაც. უპასუხისმგებლო ხელისუფლება უკვე გვყავდა.

ხელისუფლება ვალდებულია ყოველგვარი კვლევის გარეშე ჰქონდეს ტენდენციების ზუსტი შეფასება და ანალიზი. ეს შეფასებები გვიჩვენებს ძირითადად მონაცემებს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში