სალომე სამადაშვილი - მონიტორინგის კომიტეტის წევრებს განვუმარტეთ, როგორ დამძიმდა ქვეყანაში ვითარება მას შემდეგ, რაც პრემიერად გახარია დაინიშნა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე გამახვილდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელ კოლეგებს ესაუბრა,როგორც სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე,ასევე საარჩევნო ცვლილებებზე.

"შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის პირველ რიგში,ის ცვლილებები, რაც უნდა გატარდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, როგორგორც კონსტიტუციური ცვლილებები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე, ასევე ცვლილებები, უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ რეალობაში გავატაროთ ეუთო-ს რეკომენდაციები გასული არჩევნების შემდეგ.საუბარი გვქონდა, ასევე სასამართლო სისტემაზე და იმ პროცესზე, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, როცა ხელისუფლება შემოვლითი გზით ცდილობს დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო პოლიტიკურად მართული კადრებით.ასევე საუბრი გვქონდა, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.იცით, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება დააფიქსირეს საზოგადოებაში პოლარიზებასთან დაკავშირებით.ჩვენს კოლეგებს განვუმარტეთ, თუ როგორ დამძიმდა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ვითარება,იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ივანიშვილმა მიიღო და ქვეყანაში პრემიერად დანიშნა გიორგი გახარია",- განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა