გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე - ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი განწირულია

სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის ის სურათი, რომელსაც ვხედავთ ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევაში, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი განწირულია.

ბოკერიას მოსაზრებით, ახლა "ევროპული საქართველოს"და "თავისუფალი დემოკრატების" ამოცანაა, რომ "ამ კაცს ქვეყანა უფსკრულში არ გადავაჩეხინოთ და ის მშვიდობიანად დავამარცხოთ".

"პოლიტიკური პარტიების რეიტინგებისგან განსხვავებით, სოციალური თემის კითხვებზე რესპონდენტები პასუხობენ ანუ აქ არ გვაქვს ის პრობლემა, რომ პასუხზე დიდი უარი გვქონდეს. ამიტომ, საკმაოდ მკაფიო სურათია და ბუნებრივია, ძალიან საგანგაშო. ეს სურათი გამოხატავს იმ რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში. რა მოტივებია აქ და რატომ თვლიან ისინი, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, მე საზოგადოების ნაცვლად არ მინდა ვისაუბრო. ამავე კვლევაში ჩანს, რა არის ის საკითხი, რაც მათ აწუხებთ. ეს არის ეკონომიკა, უსაფრთხოება, ინსტიტუტებისადმი ნდობა, ერთპიროვნული და არაფორმალური მმართველობა", - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა