ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 მედლის მოპოვება შეძლეს - 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს და მედლების რაოდენობით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა შვიდიდან ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ხუთივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული გოგონათა ნაკრების წევრმა - ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა. გოგონათა და ვაჟთა ნაკრების წევრები ფინეთიდან საქართველოში 17 სექტემბერს გამთენიას ჩამოფრინდნენ. წარმატებულ ახალგაზრდა ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი -ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონი - შოთა ხაბარელი და მიხეილ ყაველაშვილი დახვდნენ. ფინეთში ევროპის ჩემპიონები - გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ. კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა, ვერცხლის მედალი 81 კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები მარიამ ჭანტურია (-70 კგ) და მიხეილ ბექაური (-90 კგ) არიან. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ჩემპიონი, ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „ოლიმპიური გამოწვევა - ტოკიო 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია, მწვრთნელ გიგა ბოჭოიძესთან ერთად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა