ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

პოზიტიურად შეფასდა პროექტის მიმდინარეობის პროცესი, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებულია მწარმოებლებისა და გადამმუშავებლების ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

ჯონ ელენბერგერის განცხადებით, კომპანია Land O’Lakes Venture37 გამოიყენებს საკუთარ გამოცდილებას და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომებით და დანერგვით ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ფერმერებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა ჯონ ელენბერგერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ 5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო